გენშტაბის ცნობით მტერთან 40-ზე საბრძოლო შეტაკება მოხდა
რუსეთმა უკრაინაში 211 150 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 40-ზე საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“გასული 24 საათის განმავლობაში, მტერმა 4 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 64. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 6 ივნიდამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს 800 ჯარისკაცი, 20 ჯავშანტექნიკა, 36 საარტილერიო სისტემა და 12 ტანკი.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით – 211 150
ტანკი – 3 860
ჯავშანტექნიკა – 7 543
საარტილერიო სისტემა – 3 603
სარაკეტო სისტემა – 590
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 351
თვითმფრინავები – 313
ვერტმფრენი – 299
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 212
საკრუიზო რაკეტები – 1 171
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 332
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 489.