პრინც უილიამს ცეკვა დაუწუნეს [Photo/Video]

გამოცემა The Daily Mail-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შვეიცარიის კურორტ ვერბიეს ერთ-ერთ ღამის კლუბში ბრიტანეთის პრინც უილიამის ცეკვაა გადაღებული.

სამონარქო ოჯახის წარმომადგენლის მოუქნელი ცეკვა ინტერნეტ-მომხმარებლებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მათ პრინცის ტანის ბიძგისებური მოძრაობა ალან პარტრიჯის, დევიდ ბრენტისა და სხვა კომიკური პერსონაჟების ცეკვას შეადარეს.
ასევე კრიტიკოსები უილიამის ცეკვას მოძველებულად მიიჩნევენ და გაკვირვებას გამოთქვამენ, რომ მან ნორმალური მიხვრა-მოხვრა ამ დრომდე ვერ შეისწავლა.

[print_gllr id=55254]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button