მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პრიორიტეტების განსაზღვრა კახეთში მოსახლეობის ჩართულობით დაიწყო

კახეთის რეგიონის სოფლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ 214 ათასი ლარი გამოიყო.
გამოყოფილი თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიხარჯება.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, პრიორიტეტების განსაზღვრისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

“ამ პროგრამის ფარგლებში, შევხდით სოფელ იყალთოს მოსახლეობას, თელავის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ საკითხად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაასახელა. ყველა სოფელში ჩავალთ, რომ გავიგოთ, რაში გავხარჯოთ ეს თანხა- განაცხადა შიოშვილმა

სამოქალაქო აქტივისტი, არჩილ მჭედლიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აკვირდებოდა რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ პრიორიტეტის განსაზღვრაში, ადგილობრივი თვითმმართველობა არ უნდა ჩაერიოს.

“ამ პროგრამის არსი ისაა, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სოფლის რწმუნებულებმა, ან საკრებულოს დეპუტატებმა არ უკარნახონ, რა მოაწესრიგონ სოფელში. ორი წელი ვესწრებოდი ასეთ შეხვედრებს და მოსახლეობა თანდათან იზრდებოდა და სწავლობდა დემოკრატიას. მთავარია, ეს ჩართულობა და ეს ხაზი შენარჩუნდეს”- განაცხადა მჭედლიშვილმა.

შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button