მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვში აფეთქებების ხმა ისმოდა-ამ დროისთვის მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტი დაკეტილია ფრენები კი სხვა აეროპორტში გადაიტანეს

მოსკოვში ბიზნეს-ცენტრზე დრონებით შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, დროებით დაიკეტა მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა აღკვეთეს ჩამოგდებულია სამი უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, მოსკოვში, პრესტიჟულ უბან მოსკოვი-სითიში 50 სართულიან ბიზნეს-ცენტრის შენობას გუშინ ღამით დაესხნენ თავს დრონებით. ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია თუმცა ერთი ადამიანი დაშავდა ამასთან დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული.

რუსეთის პროპაგანდისტული მედია TASS საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ქალაქის გარეუბანში ჩამოაგდეს, დანარჩენი ორი კი მოსკოვში საოფისე შენობას მოხვდა, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი დაშავდა. თავდაცვის სამინისტრომ, მომხდარს “ტერორისტული თავდასხმის მცდელობა” უწოდა და რუსეთი მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. თუმცა უკრაინას კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაუკეთებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა ივლისის თვეში, როცა მოსკოვზე შეტევის გამო დაიკეტა საერთაშორისო აეროპორტი. ანალოგიური ვითარება იყო 4 ივლისსაც. ამ დღეს მოსკოვის და მისი ოლქის ტერიტორიაზე იყო უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, მათ შორის დაბა კუბინკაში განთავსებულ სამხედრო ობიექტზე. კუბინკა ვნუკოვოს აეროპორტიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს. ბიზნეს-ცენტზე დრონებით შეტევა მაისის დასაწყისიდან მოსკოვზე დრონების თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა.

შეგახსენებთ რომ ამჟამად მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტი დაკეტილია, ფრენები კი სხვა აეროპორტში გადაიტანეს.

რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა

მსგავსი პოსტები

Back to top button