მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში დაიღუპა, რა საკითხზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, იმნაძის თქმით, ბოლო დღის განმავლობაში არც ერთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო სხვა ცნობილ შემთხვევებთან დაკავშირებული, არ ყოფილა. თუმცა, ქვეყნის შიგნით დაფიქსირებულია 3 შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი წყარო ვერ დადგინდა. პაატა იმნაძის განცხადებით, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები ერთმანეთთან არის კავშირში.

„ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია 3 შემთხვევაში, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა. შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე, მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ. შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button