მნიშვნელოვანისაქართველო

„პრობლემა არის ეს მიკროფონი“ – ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობა უკვე დატოვა.იგი საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 10 წუთი იმყოფებოდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს.გვარამიას განცხადებით, ბრალდებაში ახალი არაფერში არ ეწერა და ის მიმდინარე გამოძიებას “მთავარი არხის” ეთერში გასვლას უკავშირებს.

ნიკა გვარამის არ გამორიცხავს, რომ მოხდეს მისი დაკავებაც. თუმცა აცხადებს, რომ პროცესების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, არხს სხვა დირექტორი ეყოლება და აღნიშნავს, რომ “მთავარ არხს” მაუწყებლობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 სექტემბერს იწურება ვადა 40 ათასლარიანი გირაოს გადახდის, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას დააკისრა, თუმცა ნიკა გვარამია კვლავ აღნიშნავს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ტელევიზიის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. მას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას ედავებიან.ნიკა გვარამიასთან ერთად პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

ნიკა გვარამია, კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი დღეს, 6 სექტემბერს, დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

„ამ ხელისუფლების მხრიდან საერთოდ არ მიმაჩნია პრობლემად, რომ დაგვაკავონ მეც და სხვებიც. ეს ხელისუფლება ლეგიტიმური ხელისუფლების საზღვრებიდან გადასულია. მედიის დაფუძნების გამო – მხოლოდ და მხოლოდ ამ მთავარი მიზეზით, იმიტომ, რომ ამ მიკროფონის კომპანიას არაფერი ეშველა. ჩვენგან ვერავინ წაიყვანა. დასრულებულია უკვე ეს ამბავი. იქ („რუსთავი 2“-ში), ვინც მუშაობს, არის დამკრძალავი ბიურო. ჩვენთან არის ყველა, ვინც ქვეყანაში მაგარია. ამას არ უშველის ნიკა გვარამიას დაკავება. ფასეულობა ვისაც ჰქონდა, წამოვიდა იქ, სადაც უნდა იყოს. ღიად ვაცხადებ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს უკან დგანან, გააკეთებენ საუკეთესო კონტენტს, იქნება ნიკა გვარამია დროებით მათთან ერთად თუ არ იქნება. ერთადერთი, ეკა კვესიტაძე შეიძლება ცოტა ხნით „დაობლდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ პროკურატურასთან.

„პრობლემა არის ეს მიკროფონი“, – თქვა ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე და „მთავარი არხის“ ლოგოზე მიუთითა.

როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ამბობს, უკვე დაასრულა ცხოვრების მთავარი საქმე და მისი იზოლირება არავითარ შედეგს არ გამოიღებს.

გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას გვარამია ოფიციალურად აბარებს დიმიტრი საძაგლიშვილს.

როგორც გვარამიამ ამბობს, „ქართული ოცნება“ თუ მისგან დიდი სიამოვნებით გააკეთებს ნელსონ მანდელას, ამას ისიც სიამოვნებით მიიღებს.

„როგორ მთავრდება ეს ისტორიები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით“, – ამბობს გვარამია.

მსგავსი პოსტები

Back to top button