რეგიონისიახლეები

პროექტ EU4Culture-ს გამარჯვებული ზუგდიდი გახდა

პროექტ EU4Culture-ს ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ქალაქის სტატუსი ზუგდიდს ერგო და ევროკავშირმა გამარჯვებულ ქალაქს გრანტის სახით 300, 000 ევრო გადასცა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის განვითარებას მოხმარდება.
კონკურსში ზუგდიდთან ერთად საქართველოს მასშტაბით კიდევ ორი ქალაქი, ფოთი და ქუთაისი მონაწილეობდნენ. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კულტურის განვითარების სტრატეგიები შეაფასეს და სწორედ ამის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებულიც.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში მიმდინარეობს. ცერემონიალს პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად ქალაქის მერი, მამუკა წოწერია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button