მნიშვნელოვანირეგიონი

“პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ”-თელავში მშვიდობის პარკის გახსნაზე მერმა ბანერები საკუთარი ხელით აიღო

“პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ”–თელავში, მშვიდობის პარკის გახსნაზე, მერმა ბანერები საკუთარი ხელით აიღო.

მშვიდობის პარკის საზეიმო გახსნაზე ბანერები შინაარსით – “პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! – დღეს პარკის გახსნაზე სამოქალქო აქტივისტებმა და საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიიტანეს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მჭედლიშვილის განმარტებით, მათ სურვილი ჰქონდათ, იქ მყოფი საზოგადოებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული ხარჯების თაობაზე, კიდევ ერთხელ შეეხსებენინათ.

ადგილზე მყოფმა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ბანერები საკუთარი ხელით აიღო და თანმხლებ პირებს გაატანა.

პარკის საზეიმო გახსნის დროს სიტყვაში გამოსვლისას, თელავის მერს ევროკავშირის დაფინანსება არ უხსენებია. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ეს გარემოება გამორჩა და განაცხადა, რომ აქტივისტებმა ბანერები პროვოკაციისათვის მიიტანეს.

ამ დროისათვის ადგილზე რჩება მხოლოდ ერთი ბანერი, რომელიც მოგვიანებით, მერიის წარმომადგენლებმა უკან დააბრუნეს.

მშვიდობის პარკის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და სამთვიანი ვადის მიუხედავად, 2024 წლამდე გაგრძელდა.

ორჯერ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, პარკის მშენებლობა კომპანია “პარამეტრმა” განახორციელა.

დასრულებულ სარეკრეაციო სივრცეში მოწყობილია ველო და საფეხმავლო ბილიკები, სკეიდბორდისა და საბავშვო მოედნები, ფანჩატურები, სავარჯიშო და სხვა ინფრასტრუქტურა, დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეო- კამერები.

სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

სამუშაოების განხორციელებაზე რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში 2 518 787 ლარი, ევროკავშირის დაფინასებით დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button