პროგნოზის მიხედვით დღეიდან გამოიდარებს
სინოპტიკოსები საქართველოში დღეიდან გამოდარებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +18 +23 გრადუსი, აღმოსავლეთში კი, +12 +17 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების თქმით, 26 აპრილიდან თვის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.