მნიშვნელოვანიმსოფლიო
პროკურატურა სააკაშვილისთის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა გააკეთა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში არის გადაყვანილი. ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მან შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილს ბრალი ედება დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში. მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს, 10 დეკემბერს, მარშს შეურთდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ.