საქართველოსიახლეები

პროკურატურა “თი ბი სი” ბანკის საქმიანობით დაინტერესდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თი-ბი- სი“ ბანკის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც საგამოძიებო ორგანოს პრესსამასახურში აცხადებენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა „თი -ბი- სი ბანკიდან“ დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვეს.

„თიბისი ბანკთან” მიმართებაში გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ “თიბისი ბანკი” ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.
ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button