მხარეებისთვის საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი მისაღებია

საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისის განსაზღვრას დადებითად აფასებენ უმრავლესობასა და ოპოზიციაში.

მათი აზრით, 4 თვე სრულებით საკმარისია პარტიებისთვის აწარმოონ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია, თუმცა უმრავლესობის ნაწილს მიაჩნია, რომ ოთხ თვიანი კამპანია დამატებით ხარჯებს საჭიროებს. საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის დასახელებას დადებითად აფასებს ოპოზიციაც.

უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყებოდა ქვეყანაში საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების ამოქმედება.

მსგავსი პოსტები

Back to top button