მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებს

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე დღეში მიიღებს.

„დღეს შემიძლია ვთქვა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება გერმანიისთვის გამკლავებადი იქნება“, – განაცხადა ჰაბეკმა.

მისივე თქმით, რუსული ნავთობის წილი გერმანულ ბაზარზე მხოლოდ 12%-ია და ამჟამად, „ალტერნატივების ძებნა მიმდინარეობს, რაც „უახლოესი დღეების ამოცანაა“.

მანამდე, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-კანცლერი აცხადებდა, რომ ბერლინი რუსული ნავთობისგან დამოუკიდებელი წლის ბოლომდე გახდებოდა.

პოლონეთმა 50 რუსულ კომპანიას და მათ შორის „გაზპრომს“ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვები შეეხება 50 რუსულ კომპანიასა და ოლიგარქს.

ასევე პერსონალურად – რუსეთისა და ბელარუსის 15 მოქალაქეს. სანქციების სია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული.

მასში, კერძოდ, მოხვდნენ რუსეთის უმსხვილესის ენერგოკომპანიები „გაზპრომი“ და „ნოვატეკი“.

რუსეთის იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც შეიყვანეს სიაში, არიან „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „ალფა ბანკის“ დამაარსებელი მიხაილ ფრიდმანი, Wildberries-ის დამაარსებელი ტატიანა ბაკალჩუკი, Kaspersky-ის დამაარსებელი ევგენი კასპერსკი და ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა.

ეს სია არის ევროკავშირის სიის დამატება, აღნიშნა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.

„სიაში შევიდნენ რუსეთის ორგანიზაციები და ოლიგარქები, რომელთაც რეალური ინტერესები აქვთ ჩვენს ქვეყანაში,“ თქვა მან.

როგორც კამინსკიმ განმარტა, სანქციების სიაში მოხვედრილ კომპანიებს გაუყინავენ ფინანსურ და ქონებრივ აქტივებს, თავად მათ კი ჩამოაშორებენ ბიზნესში მონაწილეობიდან. ფიზიკურ პირებს, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ.

პოლონეთის შავ სიაში მოხვდნენ რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ და ასევე ქიმიკატებისა და სასუქების მწარმოებელი „აკრონი“. ნუსხაში შეიყვანეს ქვანახშირით მოვაჭრე კომპანია „სუეკ პოლსკა“ და „კტკ პოლსკა“.

რუსული „გაზპრომი“ აქციების მცირე ნაწილს ფლობს კომპანია „ეუროპოლ გაზში“, რომელიც იამალის გაზსადენის პოლონეთზე გამავალი მონაკვეთის ოპერატორია. აღნიშნული გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება.

პოლონეთში განაცხადეს, რომ იმ ინდივიდუალური პირებისა და კომპანიების სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდება, უახლოეს ხანში გაფართოვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button