მნიშვნელოვანისაქართველო

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში შესულია შუამდგომლობა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყოს გამოყენებული.

პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

მსგავსი პოსტები

Back to top button