კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დაიხურა. გადაწყვეტილება პროკურატურამ ოჯახს უკვე გააცნო. გამოძიების ვერსიით,ახალგაზრდა პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები საქმეში არ იკვეთება,საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კი დასრულებულია

ადვოკატების მტკიცებით,კი საქმის მასალები მხოლოდ მკვლელობის ვერისას ამყარებს. მათი თქმით პროკურატურამ საქმე ისე დახურა, მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.

“დასრულდა არჩევნები?! დასრულდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ობიექტური გამოძიება, მაგრამ იცოდეს გამოძიებამ ბევრ რაღაცას მივაგნებთ, თამარ ბაჩალიაშვილის იმდენი ტვინი და ნიჭიერება ჰქონდა, მინიშნებები ბევრი აქვს დატოვებული, საქმეს ბოლომდე მივიყვან და მკვლელები პასუხს აგებენ და ვინც ხელი შეუწყო მკვლელების მფარველობას” – თქვა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

თამარ ბაჩალიაშვილის დედას თეონა თამაზაშვილს,მიხეილ რამიშვილს,ეკა ქობესაშვილს და პროკურორს დავით გუმბერიძეს მოვუსმინოთ

მსგავსი პოსტები

Back to top button