მნიშვნელოვანისიახლეები

პროკურატურასთან აქცია ლოზუნგით – “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” გაიმართა

საქართველოს პროკურატურასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მეტროსადგურ “დიდუბისკენ” მიემართებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანი იყო, მათ პროკურატურას თავიანთი ხმა გააგონეს და აქციის მონაწილეებს დიდუბეში მსვლელობით გადასვლისკენ მოუწოდეს.

მათივე თქმით, როგორც ორგანიზებულად დაიწყეს მსვლელობა, ისე ორგანიზებულად დაიშლებიან.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “ბოლომდე”, “საქართველოს გაუმარჯოს”, “ხმაური”

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

აქციის მონაწილეებს კვლავ აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო გზის ორი სამოძრაო ზოლი აქვთ დაკავებული.

მსვლელობის მონაწილეებს პოლიცია მოყვება, რომლებიც გზის სრული გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

მიმდინარე პროტესტის ფარგლებში პოლიტპატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ერთი პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მოქალაქე, რომელიც ცეცხლაძეს დაუპირისპირდა, კოტე მსხვილიძეა. ის ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალებით 2 თვის წინ გაათავისუფლა.

კოტე მსხვილიძე პოლიციელებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

უახლოეს დღეებში, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ორგანიზებით ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იქნება , – ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის პროკურატურასთან განაცხადა, სადაც აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა და მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

როგორც ზურაბ ცეცხლაძემ აღნიშნა, დაკავებულთა ოჯახის წევრების ბრძოლის შემდგომი ეტაპები მომდევნო დღეებში იქნება განსაზღვრული.

„უახლოეს დღეებში, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ორგანიზებით ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იქნება, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებთ და ამის შესახებ პროკურატურის ეზოში დღეს არ ვიტყვი, მაგრამ ამ დღეებში, ძალიან სერიოზულ აქციას დავაანონსებთ. ჩვენ, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გაერთიანებულ, უმნიშვნელოვანეს მიზანს კიდევ ერთხელ მივაღწევთ, ბრძოლის შემდგომი ეტაპები კი, უკვე იმ დღიდან იქნება განსაზღვრული. კიდევ ერთხელ მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას მოგიწოდებთ, დადექით აქ, იბრძოლეთ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ დამპალ რუსულ იმპერიაში.

ერთადერთი სწორი გამოსავალია გადადგეს დამპალი „ქართული ოცნება“, ეს არის მოღალატეებით გატენილი კრიმინალების ბანდა“ , – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ

გარდა ამისა, პატიმრების მშობლებმა პროკურატურასთან გამართულ აქციაზე წარმოადგინეს მათი შვილების საქმის პროკურორების ფოტოები.

„ ესენი არიან პროკურორები, რომლებიც ტყუილების საუბრით ერთმანეთში იხლართებიან“- აქციაზე განაცხადა პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button