პროკურატურასთან ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ

მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, “უკვე მეოთხე თვეა პროკურატურა გამოძიების კუთხით არაფერს აკეთებს”. მოვაჭრეები აქციების პერმანენტულად გაგრძელებას მთავარ პროკურატურასთან და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აანონსებენ.

აქციას შეუერთდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მოვაჭრეებს და მათ ადვოკატს მარიკა არევაძეს პროკურატურის წარმომადგენელი ხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button