„პროფესიონალი ხულიგანი“- წულიკიანის კომენტარი ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე
კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, გუშინ, 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„პროფესიონალი ხულიგანი“-ამ სიტყვებით შეაფასა მან ნიკა მელია. წულუკიანის ინტერესს იწვევს, თუ როგორ შეაფასებს ევროკავშირი ოპოზიციის ლიდერს.
“ბატონი მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია ქართულ ოცნებასთან. აგერ არის პერსონაჟიც აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.