მნიშვნელოვანისიახლეები

პრორუსული ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ 2024 წლის არჩევნებში დარეგისტრირდა

პრორურუსლი, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში პარტია „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ძალადობრივი მოძრაობა ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა ამის შესახებ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი კოკა მორგოშია Facebook-ზე წერს.
პარტიის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია მედიას ეუბნება, რომ პროცედურული ნაწილი უკვე გაიარეს და ელიან, როდის გამოქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ დადგენილება საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე.

„ხელმოწერები რაც მივიტანეთ, დაგვიდასტურეს. იქეთ კვირაში საიტზე გამოჩნდება, თქვენგან არაფერია საჭიროო… [დადგენილებას] მომავალ კვირას ატვირთავენ საიტზე“, – ამბობს კონსტანტინე მორგოშია
მორგოშიას თქმით, პარტიამ საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.

“კონსერვატიულმა მოძრაოაბა/ალტ-ინფომ სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.

გილოცავთ თანამბერძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება”, – წერს მორგოშია.
ცესკოში მედიას განუმარტეს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციას გაივლის ყველა ის პარტია, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეასრულებენ.

„ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს ათდღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებგვერდზე და იქნება საჯარო“, – აცხადებენ ცესკოში.

პრორუსულმა პარტია ალტ ინფომ საარჩევნოდ რესგიტრაციისთვის ხელმოწერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 22 მარტს მიიტანა. ძალადობრივმა ჯგუფმა პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. პარტიას სახელად კონსერვატული მოძრაობა ერქმევა.

პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან – კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები. პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

საქართველოში არაერთი აქცია ჩატარებულა „კონსერვატიული მოძრობის“ ლიდერების ორგანიზებით. მაგალითად, 2021 წლის 5 ივლისს, როცა დედაქალაქში “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ მოწოდებით ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. იმ დღეს მათ იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button