პროტესტი ძალადობას-პარლამენტთან დღეს მედიის აქცია დაანონსდა
რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გასაპროტესტებლად, პარლამენტის შენობასთან დღეს, 20:00 საათზე, მედიის აქცია დაანონსდა. ინფორმაციას “ქართველი ვიდეო ოპერატორები და ფოტოგრაფების” გვერდი ავრცელებს.
“დაანონსდა მასმედიის აქცია. პარლამენტთან 8 საათზე.
თუ თანახმა ხართ და მოხვალთ დაპლიუსდით.
თუ არ ხართ თანახმა დაწერეთ მიზეზი…
P.S გააზიარეთ ეს პოსტი რომ ბევრმა ნახოს. (სხვა გულშემატკივრებიც რომ მოვიდნენ მგონი არაა პრობლემა)
მადლობა რომ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს,” – აღნიშნულია გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.