პროტესტი გურჯაანში – სოფლის ნახირი გამგეობასთან მიიყვანეს

რამდენიმე საათის განმავლობაში ძოვდა სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობის საქონელი ამავე სოფლის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც რადიო “ჰერეთს” აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, პროტესტის მიზეზი საძოვრების გასხვისება და სიმცირეა.

naxiri_gurjaanshiადგილობრივების თქმით, ჩუმლაყის საძოვრები წლების წინ ისე გაიყიდა, რომ მოსახლეობამ მხოლოდ ახლა შეიტყო.

ერთი ჰექტარი მიწის გაყიდვას ადასტურებენ გამგებელი გია გერგიძეც, თუმცა ირწმუნება, რომ აღნიშნული მიწა წინა ხელისუფლებამ 2010 წელს გაასხვისა და შემდეგ მისი გადაყიდვა რამდენჯერმე მოხდა, რომელიც ახლა “პატიოსანი მყიდველის ხელშია”. გამგებლის თქმითვე, საქმის შესწავლა მაინც დაიწყება.

“ვინც ეს მიწყა იყიდა, 1 მილიონ 200 ათასიანი პროექტი აქვს გამზადებული და ხილის გადამამუშავებელი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმავს. ეს სოფელს პრობლემას კი არ უქმნის, არამედ წაადგება კიდეც”, – განაცხადა გამგებელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button