სპორტი

ირაკლი სიხარულიძე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე საქართველოს ეროვნული ლიგის დაჯილდოვებაზე 2020 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზე გამარჯვებულად გამოაცხადეს.

გარდა ამისა, სიხარულიძეს სხვა პრიზებიც ერგო: ლიგის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზე გავიდა და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის ფეხბურთელი უკვე მეორედ გახდა ამ ტიტულის მფლობელი. სიხარულიძე საუკეთესო მოთამაშედ პირველად 2017 წელს აღიარეს.

ქართველმა თავდამსხმელმა საკუთარ გუნდს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. „ყველაზე მეტი მადლობა „ლოკომოტივს ეკუთვნის, რომლის წყალობითაც მივიღე ეს პრიზი, თუ გუნდი არ ვარგა, მოთამაშე წარმატებული ვერ იქნება“- აღნიშნა ირაკლი სიხარულიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button