მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პროტესტი ნახანძრალ ბაზრობასთან

ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილმა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა. ამ გზით, დაზარალებულები ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების მისვლას და ინფორმაციის მიღებას მოითხოვდნენ.

საპატრულო პოლიციამ მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. მათ მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილი დაატოვებინეს, რა დროსაც ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 4000 კვ.მ.-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button