მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პროტესტი ოპოზიციას და ხელისუფლებას-აქცია”უცნობის”ორგანიზებით

გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” ორგანიზებით თბილისში “ევროპის მოედანზე” აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა ნაწილი რაიონებიდანაა ჩამოსული.

გია გაჩეჩილაძემ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. როგორც “უცნობმა” აღნიშნა, ის და მისი მხარდამჭერები ინტელექტუალური პროტესტის მომხრე არიან.

“გადავინაცვლებთ დედაენის ბაღში, სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ამათ ძალიან უნდათ, გვიწვევენ რომ რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, 1 დღით არ აიღეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არაუშავს. ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ. ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და ასე ვიქნებით, ყოველთვის,” – განაცხადა “უცნობმა.”

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მდუმარე აქციით ისინი აპირებენ პროტესტი გამოხატონ, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მისამართით.

მსგავსი პოსტები

Back to top button