მნიშვნელოვანისიახლეები

პროტესტის 16 დღე – აქცია რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები უკვე მე-16 დღეა, ყოველდღიურად გამოდიან და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

პარლამენტთან შეიკრიბილი არიან სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე წერტილში იყვნენ შეკრებილები და მსვლელობით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.

ამასთან საავტომობილო მოძრაობა მთავარ გამზირზე უკვე საღამოს 7 საათისთვის გადაიკეტა, მანამდე თითქმის მთელი დღე საპროტესტო მსვლელობები იყო ქალაქის მასშტაბით. მოთხოვნა იგივეა – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი, ვადამდელი არჩევნები.
ამ დროისთვის აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს, ადგილზე საპოლიციო ძალები არ არიან მობილიზებულები, ასევე არ არიან სპეცდანიშნულების რაზმები.

უფრო კონკრეტულად, დღის განმავლობაში სხავდასხვა ადგილას აქციებს მართავდნენ IT, HR, ტრენერები, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები; ფსიქოლოგები, იურისტები, მუსიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები არ იყენებენ სხვადასხვა პიროტექნიკას და აქციას მხოლოდ მშვიდობიანი სახე აქვს, დემონსტრანტები ამბობენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება.

ამ წუთებში, თსუ-ის პირველი კორპუსიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მარში მიმდინარეობს.

პარალელურად, იმავე ლოკაციიდან სოციალური მუშაკების მარშიც იმართება – ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, მორიგი საპროტესტო ტალღა საქართველოში ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე თავად აღარ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის მოთხოვნის ინიციატორი.

მსგავსი პოსტები

Back to top button