მნიშვნელოვანისიახლეები

პროტესტის 37-ე დღე-რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

უწყვეტი პროტესტის 37-ე დღე -რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები. ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია, უცვლელია დემონსტრანტების მოთხოვნებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ახალი აჩეჩვინებ და არ გათავისუფლდებიან აქციაზე დაკავებული პირები.

ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იმყოფება.
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება მიტაცებული აქვს და არალეგიტიმური მთავრობაა.

ამასთან აცხადებენ, რომ ერთ თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციები არ წყდება.

„აქ შევხვდით ახალ წელს, ევროპული გზით გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ იაროს, არ დავუშვებთ რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა ჭაობში წაიყვანოს და ჩვენს შვილებს მომავალი მოუკლას. მეც მინდა ჩემმა შვილმა ევროპაში ისწავლოს და მიიღოს ის სიკეთეები რაც ევროკავშირს საქართველოსთვის მოაქვს. ხელფასებს იზრდიან და ჩვენს მოქალაქეებზე არ ფიქრობენ, ყოველდღე სამარცხვინო კანონებს და გადაწყვეტილებებს იღებენ, რითაც ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევენ”,- აცხადებენ შეკრებილები.

მსგავსი პოსტები

Back to top button