მნიშვნელოვანისიახლეები
პროტესტის 78-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
ქვეყნის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია 28 ნოემბრიდან უწყვეტად გრძელდება.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, მიუხედავად ამისა, შეკრებილებმა გამზირი მაინც გადაკეტეს.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე გაისროლეს პიროტექნიკა.
დღევანდელ აქციას მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ შეკრებილები.
პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან მომავალი დემონსტრანტებიც.
მოქალაქეები უკვე 78-ე დღეა პროტესტის ნიშნად უწყვეტად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.