მნიშვნელოვანისიახლეები

პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

უწყვეტი პროტესტის 125-ე დღეს რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციას მარშით შეუერთდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც მანამდე ტრადიციულად საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ხალხის ძალის გეშინოდეთ”; “დგება ხალხის გაზაფხული”.

მოთხოვნა უცვლელია: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

მსგავსი პოსტები

Back to top button