მნიშვნელოვანისიახლეები
პროტესტის106-ე დღე-პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირი დატოვა.
შეკრებილები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, “სიმართლისთვის ბოლომდე!”.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 106-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.