მნიშვნელოვანი

პროვაიდერებს ვებგვერდების ფილტრაცია დაევალებათ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოამზადა კანონპროექტი ,,ბავშვთა უსაფრთხო ინტერნეტის“ შესახებ, რომელმაც არასრულწლოვნები ინტერნეტში არსებული რისკებისგან უნდა დაიცვას.

კანონპროექტში გაწერილი – კონტენტისა და კონტაქტის რისკები, სამომხმარებლო რისკები და ქსელური ტიპის თამაშები, პროვაიდერებს დაავალდებულებს, ფილტრაციის საშუალებით, მსგავს ინფორმაციაზე მოზარდებისთვის წვდომა შეზღუდონ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მოზარდებში თვითმკვლელობის ფაქტები ან სუიციდის მცდელობები, სახიფათო ინტერნეტ თამაშებთან მათი კავშირის ეჭვს აჩენს. დიმიტრი ხუნდაძემ რადიო ,,თბილისის ეთერში“, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, დადასტურდება თუ არა საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რისკებთან საბრძოლველად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

მოისმინეთ დიმიტრი ხუნდაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button