,,პროვოცირებული სცენარი გაათამაშა გვარამია-გაბუნიამ“ – ლადო სადღობელაშვილი
ქართული მარშის წევრი ლადო სადღობელაშვილი 19 მარტს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან მომხდარ ინციდენტში თავად რუსთავი 2-ის თანამშრომლებს ადანაშაულებს. როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სპეციალურად იმ დროს გამოვიდა შენობიდან, როცა იქ აქციის მონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ. ,,მეტად პროვოცირებული სცენარი გაათამაშა გვარამია-გაბუნიამ “- აღნიშნა სადღობელაშვილმა.
რუსთავი 2-ის განცხადებით, ქართული მარშის წევრებმა გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტ თამთა მურადაშვილს ჩასაფრება მოუწყვეს და ავტომობილში მჯდომებს, ნახევარი საათით თავისუფლება აღუკვეთეს. შემთხვევის შედეგად დაზიანდა გიორგი გაბუნიას ავტომობილი, ხოლო რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის, დავით ერაძის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
“რუსთავი ორის” თანამშრომლებზე მომხდარი თავდასხმის გამო, გუშინ ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. დაკავებულია აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.
მოისმინეთ ლადო სადღობელაშვილის ხმა: