სპორტი

პსჟ კილიან მბაპეს შენარჩუნებას 32 მილიონად გეგმავს

პარი სენ-ჟერმენის ფრანგმა ფორვარდმა საკუთარი კლუბიდან ახალი საკონტრაქტო წინადადება მიიღო.

ფრანგული ინტერნეტმედია წერს, რომ პსჟ-ს ადმინისტრაცია მზად არის 22 წლის მბაპეს წელიწადში 32 მილიონი ევრო გადაუხადოს.

იმ შემთხვევაში თუ ეს სარფიანი წინადადება გაფორმდება, კონტრაქტის ვადა 2026 წლამდე იქნება გათვლილი. ამ დროისთვის კი კილიან მბაპეს მიმდინარე კონტრაქტით, ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

ამ ინფორმაციის პარალელურად ირკვევა, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა უკვე აცნობა მაურიციო პოჩეტინოს საკუთარი გადაწყვეტილება კლუბის დატოვების შესახებ. ის კარიერის გაგრძელებას მადრიდის „რეალში“ გეგმავს.

ესპანურმა კლუბმა იცის კილიანის სურვილის შესახებ და შეეცდება მბაპეს ტრანსფერი უკვე ამ ზაფხულს გააფორმოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მბაპემ 47 მატჩში 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button