მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო
მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია.
პროკურორის, ჯეფრი ბერმანის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა შულაია და ხურციძე ერთხმად ცნეს დამნაშავედ გამოძალვასა და წევრობაში ძალადობრივი დანაშაულებრივი ჯგუფისა, რომელიც მოქმედებდა ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში და ნევადაში.
პროკურორის ინფორმაციით, შულაიას და ხურციძის დანაშაულებრივი სქემა მოიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ქურდობას, ნაძარცვით ვაჭრობას და თაღლითობას. მოსამართლე ავთანდილ ხურციძეს და რაჟდენ შულაიას განაჩენს მოგვიანებით გამოუტანს.
ავთანილ ხურციძე ამერიკელმა სამართალდამცავებმა 2017 წლის ივნისში დააკავეს.