სპორტი

პსჟ საუკეთესო ფეხბურთელების შეკრებას განაგრძობს. მათი ახალი სამიზნე ბენზემა და პოგბაა

33 წლის ფრანგ ფორვარდს,ქარიმ ბენზემას შანსი აქვს,კარიერა საკუთარ სამშობლოში დაასრულოს.

მისი გადაბირება პსჟ-ს აქვს დაგეგმილი.

პარიზული კლუბის ადმინისტრაციის ცნობით,ბენზემას კლუბში ნახვა 2023 წელს იქნება შესაძლებელი,მაშინ,როცა ის თავისუფალი აგენტი გახდება.

ბენზემა ახლა რეალის თავდამსხმელია,თუმცა ამ დრომდე კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები არ დაუწყია.

მისივე თქმით,პსჟ-ს მაისურით ლიგის მოგების მეტი შანსი არსებობს და მისთვის ეს წინადადება საინტერესოა.

ქარიმის გარდა,პარიზელები პოგბას გადაბირებასაც გეგმავენ.ფაქტია,რომ კლუბის მესვეურებს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების შეკრება ერთ გუნდში აქვს გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ,რომ ქარიმ ბენზემას სამეფო კლუბში მიმდინარე სეზონზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული.აქტივში კი 14 გოლი და 8 საგოლე პასი უწერია.

ტრანსფერმატკეტის ცნობით,ქარიმ ბენზემას ფასი ამ დროისთვის 25 მილიონი ევროა

მსგავსი პოსტები

Back to top button