პურის საცხობში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს პურის საცხობში. შემთხვევა ნაძალადევში, სააკაძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ისინი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გაიგუდნენ. სხვა დეტალები უცნობია.
გარდაცვლილთა გვამები პროზექტურაში გადაასვენეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებენ.