მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პურფუნთუშეული “ქართული ოცნების” შემომწირველისგან

2020 წლის 11 იანვარს, სატენდერო კომისიამ მიიღო დადგენილება შსს-ს პურ-ფუნთუშეულით მომარაგებისათვის გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შპს “ლუკა 2005”-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს “ლუკა 2005”-მა ძალოვან სტრუქტურებს, კერძოდ კი, შსს-ს დანაყოფებს, 2 203 745 ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეული უნდა მიაწოდოს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “ლუკა 2005”-ის დამფუძნებელი და 100 პროცენტის მფლობელი იაშა ჩაჩუაა, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, “ქართული ოცნების” კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შეწირა.

ხოლო შპს “ლუკა 2005”-ის დირექტორი ნუკრი მეფარიშვილია, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ფონდში 10 ათასი ლარი გადარიცხა.

თეთრი და რუხი პური, ფუნთუშა, თხელი ლავაში, – ეს არის ის ძირითადი პროდუქცია, რომელშიც შპს “ლუკა 2005”-ს, ბიუჯეტიდან ორ მილიონზე მეტ ლარს გადაუხდიან.

გამარჯვებული უკვე გამოცხადებულია და ამჟამად, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს.

გარდა იმისა, რომ შპს “ლუკა 2005”-ის “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი კომპანიაა, მისი დამფუძნებელი და 100 პროცენტის მფლობელი იაშა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან არის, კახა კალაძის ახლო გარემოცვის წევრია.

წყარო: presa.ge

მსგავსი პოსტები

Back to top button