პუშკინის შთამომავალი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა [Photo]
ბრიტანელი ჰიუ რიჩარდ ლუი გროსვენორი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ვესტმინსტერის მე-7 ჰერცოგი გახდა, Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში შევიდა.
მსოფლიოს 400 ადამიანთა შორის 25 წლის ჰერცოგი ყველაზე ახალგაზრდაა.
ცნობილია, რომ ჰიუ გროსვენორი დედის მხრიდან ცნობილი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის შთამომავალია.
პუშკინის უმცროსი ქალიშვილი ნატალია გერმანელი პრინცის, ნიკოლაი ვილჰელმ ნასაუს ცოლი გახდა. მათი ქალიშვილი სოფია დიდ თავადს, მიხეილ მიხეილის ძე რომანოვს გაჰყვა ცოლად, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი იყო. წყვილს ქალიშვილი – ანასტასია შეეძინა. იგი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი გახდა მას შემდეგ, რაც ალმასის მაგნატ ჰაროლდ ვაგნერს გაჰყვა ცოლად. მათი ქალიშვილი ნატალია ფილიპსი ჰიუ გროსვენორის დედაა.
გროსვენორები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მეგობრები არიან. ნატალია ფილიპსი პრინც უილიამის ნათლიაა. თავის მხრივ, ჰიუ გროსვენერი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინც ჯორჯ კემბრიჯელის ნათლიაა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰიუს მამა, ვესმინსტერის მე-6 ჰერცოგი ჯერალდ კავენდიშ გროსვენორი. იგი ლონდონის რაიონებში მიწების მფლობელი იყო, რომელიც 1677-წლიდან მისი ოჯახის საკუთრებად ითვლებოდა. ამის გარდა, მისი კუთვნილი კომპანია Grosvenor Group-ი 19 მილიარდი დოლარის აქტივების მფლობელია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40342″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]