მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისგან დასაცავად კიდევ უფრო ძლიერ იარაღს ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან დასაცავად კიდევ უფრო ძლიერ იარაღს ელოდება. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ცის დასაცავად უკვე აქვთ ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღი.
“საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა იარაღი ცის დაცვისთვის ჩვენ უკვე გვაქვს, აქ – უკრაინაში, ძალიან სერიოზული [იარაღია]. თუმცა უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება კიდევ უფრო მძლავრი [იარაღიც]. ასევე მადლობა ყველას [სამხედროებს], ვინც თავის ზუსტი მიზნით და სისწრაფით უზრუნველყოფს იმ იარაღის ეფექტურ გამოყენებას, რომელიც სახელმწიფოს გამოუჩნდა”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო მხარდაჭერის მორიგი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. ამ სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინა HIMARS-ების რაკეტებს და საავიაციო საბრძოლო მასალას მიიღებს
19 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი. რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის ცა კიდევ უფრო დაცული ხდება.პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის არმიას რუსეთთან საბრძოლველად სარაკეტო კომპლექსები Patriot-ი გადასცა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. უკრაინისთვის Patriot-ის გაგზავნას აპირებს ნიდერლანდიც.

დანიამ და ნიდერლანდმა 20 აპრილს გამოაცხადეს, რომ გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 14 ტანკს მიაწვდიან ერთობლივად უკრაინას, იტყობინება Reuters-ი.
“ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ უკრაინას გადავცეთ Leopard 2-ის 14 ტანკი. ეს ძალიან სერიოზული დახმარებაა. ამის პარალელურად უკრაინას გადაეცემა Leopard 1-ის 100-მდე ტანკი”, – თქვა საგარეო მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.

ორი ქვეყნის განცხადებით, Leopard 2A4 ტიპის ტანკები, რომლებიც მესამე მხარისგან შეისყიდეს და შემდეგ შეაკეთეს, 2024 წლის პირველ კვარტალში მიეწოდება უკრაინას. შესაბამისი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა გააკეთეს.

„იმისთვის, რომ მშვიდობიანი ევროპის იმედი გვქონდეს, ერთობ მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ, უკრაინას მარტოს მოუწიოს ყოფნა ბრძოლის ველზე“, – თქვა დანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტროელს ლუნდ პოულსენმა.

თებერვალში დანიამ, ნიდერლანდმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ გააერთიანებენ რესურსებს სამრეწველო მარაგში მყოფი 100-მდე მოძველებული Leopard 1 ტიპის ტანკის გასაახლებლად, რათა მიაწოდონ უკრაინას წელს და გაისად.
თავდაცვის მინისტრის ცნობით, ტანკები უკრაინაში რამდენიმე თვეში ჩავა. მისივე თქმით, დანია ცდილობს, რომ უკრაინას სულ მცირე 80 Leopard 1-ის ტანკები 2023 წლის ბოლომდე მიაწოდოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button