მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი დონბასში ჩასვლას აანონსებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განზრახვის შესახებ, ეწვიოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

“დროთა განმავლობაში პუტინი დონბასს ეწვევა”, – თქვა პესკოვმა.

ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსი.“ პესკოვს არ დაუსახელებია დონბასში პუტინის ჩასვლის დაახლოებითი თარიღებიც კი.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში „მობილიზაცია დასრულდა,“ ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ დამატებით ცნობას არ გაავრცელებს. პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს დონბასის ნაწილი ადრევე უნდა დაეკავებინა, მაგრამ მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინასთან „შეერთებას“ შეძლებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button