მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი იუქრება რომ რუსეთი დარტყმებს განახორციელებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ჯერ არ მიუტანიათ იერიში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი დარტყმებს განახორციელებს იმ ობიექტებზე, რომლებზეც ჯერ არ მიუტანიათ იერიში თუ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

თუმცა კრემლის ლიდერმა არ დაასახელა ის სამიზნეები, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან კიევისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება, უკრაინული სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შევსებას უკავშირდება და ეს არსებითად არაფერს ცვლის.

მისი თქმით, რუსული მხარე აცნობიერებს, რომ დაგეგმილია 45-70 კილომეტრის დისტანციისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემა, თუმცა თუ მიწოდება გაგრძელდება მოსკოვი გააგრძელებს მათ განადგურებას.
“თუ მათი მიწოდება მოხდება, აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ ჩვენს იარაღს, რომელიც საკმარისად გვაქვს იმ ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად, რომლებზეც ჯერ იერიში არ მიგვაქვს”, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ რომ უკრაინა დასავლეთს სთხოვს, მიაწოდონ მრავალჯერადი სარაკეტო გაშვების სისტემები (MLRS), მაგალითად, M270 და M142 HIMARS, რათა დაარტყას ჯარებს და იარაღის მარაგებს რუსული ძალების ზურგში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებს მას შემდეგ, რაც უკრაინისგან მიიღებს გარანტიებს, რომ მას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არ გამოიყენებენ.

სხვა რუსი უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, მიაწოდოს უკრაინას მაღალი დონის სარაკეტო სისტემები, კონფლიქტს გაამწვავებს, თუმცა, პუტინის განცხადებით, ეს ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შეიტანს.

“ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მხრიდან უკრაინის მომარაგება ხდება მათი დანაკარგის შევსების მიზნით. აქ არაფერია ახალი. ეს არსში არაფერს შეცვლის”. – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

HIMARS-ის იარაღი, რომლის უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებაც რუსეთს ასე არ უნდა, მაღალი სიზუსტის რაკეტებია.

ამერიკული სარაკეტო გამშვებები 3 ტიპად იყოფა, დიაპაზონის მიხედვით. პირველია რაკეტა M26, მაქსიმალური მანძილით 32 კილომეტრი. მისი გაუმჯობესებული ვარიანტია M26A1 45 კილომეტრამდე მანძილით. ერთ გამშვებ კონტეინერში 6 ასეთი რაკეტა ჩადის.

მეორე ტიპის რაკეტა არის GMLRS-ის მართვარი რაკეტა, რომლის მანძილიც 70 კილომეტრამდეა.

მესამე ტიპის ამერიკული შორი მანძილის რაკეტა ATACMS-ის ტაქტიკური რაკეტაა. მისი მანძილი 300 კილომეტრია. ATACMS-ის უკრაინისთვის მიწოდება აშშ-ს ჯერ არ დაუანონსებია.
ცნობისთვის, უკრაინა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მიწოდებას (MLRS) ითხოვს, რათა რუსი სამხედროებისა და მათი იარაღის მარაგებზე დარტყმები განახორციელოს.

სახელმწიფო ტელეკომპანია Rossia-1-სთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა 5 ივნისს თქვა, რომ უკრაინისთვის დასავლეთის შეიარაღების მიწოდების შესახებ “მითქმა-მოთქმა” მიზნად ემსახურება კონფლიქტის გაჭიანურებას.

რუსეთს ბევრი ინფორმაცია არ გაუვრცელებია კონფლიქტში საკუთარ დანაკარგებზე, მაგრამ დასავლეთის და უკრაინის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დანაკარგი ბევრად მეტია, ვიდრე მოსკოვი პირველ ეტაპზე ელოდა.

ცნობისთვის რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომის 102-ე დღეს საბრძოლო მოქმედებები ძირითადად უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკსა და ლუჰანსკში მიმდინარეობს. დაიღუპა ათი ათასობით ადამიანი, საცხოვრებელი დატოვა მილიონობით პირმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button