მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი ხანგოშვილის მკვლელს ერთგულებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს

პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა ცივი ომის შემდეგ – რუსეთმა და დასავლეთმა 24 მსჯავრდებული გაცვალეს. მათგან 16 შტატებში, 8 კი რუსეთში დაბრუნდა. აეროპორტებში პატიმრებს, როგორც ვაშინგტონში, ისე მოსკოვში, პირადად პრეზიდენტები დახვდნენ. პროცესში ჩართული იყო გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია და თურქეთი.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პატიმრების მასშტაბური გაცვლის დროს გათავისუფლდნენ, მათ შორის იყო ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებულ ვადიმ კრასიკოვი, რომელიც პუტინის თქმით სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს.

“პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ სამშობლოში დაბრუნება. ახლა მინდა მივმართო მათ, ვისაც უშუალო კავშირი გაქვთ სამხედრო სამსახურთან. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფიცის ერთგულებისთვის და თქვენი მოვალეობისთვის სამშობლოს წინაშე, რომელიც არცერთი წუთით არ დაგვიწყებიათ. ყველა თქვენგანს გადმოგეცემათ სახელმწიფო ჯილდოები, კიდევ შევხვდებით, ვისაუბრებთ თქვენს მომავალზე,” – მიმართა მათ პუტინმა აეროპორტში.
მან ასევე ფიცისა და მოვალეობისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურთან ჰქონდათ კავშირი და მათ სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ აცნობა.

ამასთან, BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებულ ვადიმ კრასიკოვს პირადად მიესალმა და გადაეხვია.

ცნობისთვის, რუსეთის მხარისთვის გადაცემულ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან: არტემ დულცევი (გათავისუფლებული სლოვენიიდან), ანა დულცევა (გათავისუფლებული სლოვენიიდან), მიხაილ მიკუშინი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), პაველ რუბცოვი (გათავისუფლებული ნორვეგიიდან), რომან სელეზნიოვი (გათავისუფლებული აშშ-დან), ვლადისლავ კლიუშინი (გათავისუფლებული აშშ-დან) და ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი (გათავისუფლებული გერმანიიდან). გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია. გერმანიაში წავა გერმანიის 5 მოქალაქე – რიკო კრიგერი, კევინ ლიკი, პარტიკ შობელი, დიტერ ვორონინი და ჰერმან მოიჟესი, და 7 რუსი პოლიტიკური პატიმარი – ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ვადიმ ოსტანინი, ანდრეი პივოვაროვი, ოლეგ ორლოვი და საშა სკოჩილენკო.
შეგახსენებთ რუსეთში აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე დიდი ტყვეების გაცვლის ფარგლებში სულ რვა ადამიანი დბრუნდა. მათ მისასალმებლად აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ ალექსანდრე ბორტნიკოვი, შიდა FSB სადაზვერვო სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი, SVR საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი.
რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ პატიმრები 1 აგვისტოს გაცვალეს. პუტინი გათავისუფლებულ რუსებს, რომლებიც მოსკოვში ანკარიდან წუხელ ჩაიყვანეს, თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა, „სახლში დაბრუნება მიულოცა“ და დაჰპირდა, რომ მალე ისევ შეხვდებიან და მათ მომავალზე ილაპარაკებენ.

პუტინმა საგანგებოდ მიმართა მათ, ვისაც „პირდაპირი კავშირი აქვს სამხედრო სამსახურთან” და მადლობა გადაუხადა „ფიცის ერთგულებისთვის”. კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს” მოჰყავს პუტინის სიტყვებიც, რომ დასავლეთის ციხეებიდან გათავისუფლებული ყველა მოქალაქე წარდგენილი იქნება სახელმწიფო ჯილდოზე.

პესკოვმა დაადასტურა, რომ კრასიკოვი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, FSB-ს აგენტია

შეგახსენებთ რუსეთმა გამოუშვა 16 პატიმარი,მათ შორის 4 ამერიკელი.გათავისუფლებულებს შორის არიან რუსეთის მოქალაქე პოლიტპატიმრებიც, რომლებიც პუტინის კრიტიკის გამო დაისაჯნენ. ეს შეთანხმება არ შედგებოდა ჩვენი გერმანელი, პოლონელი, სლოვენიელი, ნორვეგიელი და თურქი მეგობრების გარეშე. ყველაფერი კი იმის დასტურია,თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გყავდეს მეგობრები მსოფლიოში, ვისი ნდობაც შეგიძლია. ჩვენი კავშირი ჩვენს მოქალაქეებს უფრო უსაფრთხოს ხდის,”- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

მსგავსი პოსტები

Back to top button