მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშებისთვის

პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, ხოლო ნატო-ს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ კიევის მხარდამჭერმა და იარაღის მიწოდება, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ “ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია”.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ პუტინმა “უარი თქვა თავის საერთო მიზანზე – უკრაინის კონტროლზე”.

“სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი. რუსეთი გრძელვადიან ომს გეგმავს. ვხედავთ, რომ მეტი ძალების მობილიზებას ახდენენ, მზად არიან დიდი დანაკარგებისთვის, უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ.
უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზადაა გრძელვადიანი ომისთვის და ახალი საიერიშო ოპერაციებისთვის”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ “დიდი ალბათობით ეს ომი, როგორც ომების უმეტესობა, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება”, მაგრამ ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს “უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება”.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის Patriot-ის სისტემების მიწოდების შესახებ “დისკუსია მიმდინარეობს”, მაგრამ ნატო-ს მოკავშირეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათ საკმარისი საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილი აქვთ, რათა უკვე მიწოდებულმა შეიარაღებამ იმუშაოს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა პუტინის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ რიტორიკას “უგუნური და საშიში” უწოდა.

“მისი მიზანი, რა თქმა უნდა, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერაა შეაჩეროს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს”, – თქვა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. მისი თქმით, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზა არის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გააცნობიეროს, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს.

“ბირთვული რიტორიკა ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ დაუფიქრებელი და საშიშია. მისი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ხელი შეგვიშალოს უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ მას [პუტინს] არ გამოუვა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსებმა, შესაძლოა, კიევში შეტევა კვლავ განახორციელონ. მისი თქმით, გაზაფხულზე, რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, დიდი შეტევა დაიწყოს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ რუსული ჯარები თებერვალში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button