მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ-აშშ-ს პრეზიდენტი

პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ – და ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში. ის შეცდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

ბაიდენის თქმით, თავისუფალი სამყარო რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს.

“უთვალავი საათი გავატარე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. ჩვენ რუსეთის ტყუილს დავუპირისპირდით სიმართლით. ახლა კი, თავისუფალი სამყარო მას პასუხისმგებლობას აკისრებს”, – წერს ბაიდენი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი  უკრაინაში ვლადიმერ პუტინის დაწყებული ომი კიდევ ერთხელ დაგმო. ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აჩვენა დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვითი სტრატეგიის აუცილებლობა.

საფრანგეთის ლიდერმა დაგმო პუტინის მიერ ომის გამამართლებელი განცხადებებიც. მაკრონი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის დასათანხმებლად ის რჩება კონტაქტზე ვლადიმერ პუტინთან.

“24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი თავდასხმის შემდეგ რუსული ძალები ბომბავენ კიევს, ალყას არტყამენ ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებს, ასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ქალები და ბავშვები მოკლეს დღესაც. შემდგომი დღეები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო რთული იქნება. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდაგავართ. ეს ომი არ სურდა არც საფრანგეთს, არც ევროპას, არც უკრაინასა და არც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია ომი. ეს ომი არ არის კონფლიქტი ერთ მხარეს “ნატოს”, დასავლეთ სამყაროსა და მეორე მხარეს რუსეთს შორის, როგორც სხვები წერენ.

უკრაინაში არ არის “ნატოს” ჯარები და ბაზები. ეს ტყუილია. რუსეთის მიმართ არ არის აგრესია. რუსეთია აგრესორი. ეს ომი არ არის ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ, ეს ტყუილია. ეს რუსეთის და უკრაინის ისტორიის და იმ ადამიანების მეხსიერების შეურაცხყოფაა, რომლებიც ერთმანეთის გვერდით ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ყველა კონტინენტზე, ქვეყნებმა დაგმონ შეჭრა, მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა და პატივი სცენ უკრაინაში ჰუმანიტარულ ოპერაციებს. ჩვენ სწრაფად და პროპორციულად დავაწესეთ სანქციები რუსეთისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ.

დიპლომატიური ინიციატივები, სანქციები რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერების წინააღმდეგ, უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერა გაგრძელდება და გაძლიერდება, რათა ბრძოლა შეწყდეს,” – აცხადებს ემანუელ მაკრონმა.

სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ დაიწყო რუსეთის მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიება – იუწყება BBC-ის რუსულენოვანი სამსახური.

ICC-ის მთავარმა პროკურორმა 28 თებერვალს გამოაცხადა რომ აპირებდა მოსამართლეთა ნებართვის მიღებას უკრაინაში არსებული ვითარების გამოძიებისთვის. მაგრამ 2 მარტს ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით მიმართა 38-მა სახელმწიფომ, რამაც პროკურორს შესაძლებლობა მისცა პირდაპირ გადავიდეს გამოძიებაზე, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე.

მიმართვას 38 სახელმწიფო უერთდება, მათ შორისაა საქართველოც. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ეს არის ყველაზე მასშტაბური მიმართვა -იუწყება მიმართვის ინიციატორი, ბრიტანეთის ხელისუფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button