პუტინის დაბადების დღისთვის ოქროს iPhone 7 გამოუშვეს [Photo/video]

კომპანია Caviar-მა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაბადების დღისთვის iPhone 7-ის პარტია გამოუშვა.
კომპანიის საიტზე გვაცნობებენ, რომ ახალი iPhone 7 პუტინის ოქროს ბარელიეფითაა გაწყობილი. სმარტფონის მოდელს Supremo Putin Damascus ეწოდება. მის კორპუსზე პუტინის ციტაა ამოტვიფრული: “ჩვენ ყველა გამოწვევას ვუპასუხებთ! რუსეთის საკეთილდღეოდ ვიშრომებთ”.
სმარტფონების რაოდენობა შეზღუდულულია, გასაყიდად მხოლოდ 64 ეგზემპლარს გამოიტანენ. ყვითელი ოქროთი გაწყობილი სმარტფონების ფასი 207 ათასი რუბლი იქნება, ხოლო თეთრი ოქროთი გაწყობილისა – 232 ათასი რუბლი.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი დაბადების დღეს 7 ოქტომბერს აღნიშნავს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43317″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]