პუტინის დაკავების ორდერის გამცემი მოსამართლე საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი გახდა

მოსამართლე ტომოკო აკნე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტი გახდა. ის ICC-ს სამი წლის განმავლობაში 2027 წლამდე უხელმძღვანელებს.
აკნეს განცხადებით, საქმიანობის მანძილზე ფოკუსირებას მოახდენს წევრ ქვეყნებთან დიალოგის გაძლიერებაზე და ითანამშრომლებს ქვეყნებთან, რომლებსაც ჯერ რომის სტატუსის რატიფიცირება არ მოუხდენიათ.
აკანე იყო ერთ-ერთი იმ სამი მოსამართლიდან, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაკავების ორდერები გასცეს. ბრძანებას ხელი მოსამართლეებმა ტომოკე აკნემ და როსარიო აიტალემ მოაწერეს.
ამ გადაწყვეტილების პასუხად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის პროკურორისა და სასამართლოს იმ სამი მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებმაც აღნიშნული ორდერები გასცეს.
2023 წლის მაისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი მოსამართლე როსარიო აიტალას “უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებაში”.ამავდროულად, ის შეიყვანეს ფედერალურ ძებნილთა სიაში, ისევე როგორც ICC-ის პროკურორი აჰმად ხანი.
2023 წლის ივლისში კი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ICC–ის მოსამართლე ტომოკო აკნე ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანა.
შეგახსენებთ, 2023 წლის მარტში, ICC-მ რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერი სასამართლომ 2023 წლის მარტში გასცა. ტომოკო აკანემ ამ თანამდებობაზე პოლონელი მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკი შეცვალა.