მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის G20 სამიტში ონლაინ ფორმატით მონაწილეობას არ მიიღებს

ომის 261-ე დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა „დიდი ოცეულის“ (G20) წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტში ონლაინ მონაწილეობაზეც.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პუტინი სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში გამგზავრებას არ აპირებს და იქ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს გაგზავნის, ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტს სამიტში მონაწილეობა შესაძლოა, ონლაინ მიეღო.

დღეს, 11 ნოემბერს, მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ იგიგმება პუტინის ონლაინ დასწრება G20-ისა და APEC-ის სამიტებზე ან მისი ვიდეოს გაგზავნა მონაწილეებისთვის. პესკოვის თქმით, ამას პუტინის განრიგი და რუსეთში ყოფნის აუცილებლობა განაპირობებს.
რუსეთის დელეგაციას G20-ის სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს ონლაინ მიმართავს. 3 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუ მას პრეზიდენტი პუტინი დაესწრება.

“დიდი ოცეულის” წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე. G20-ის შემადგენლობაში არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთი კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და ევროკავშირი.
ცნობისთვის, ღონისძიების წინ, დასავლეთის ქვეყნებმა და უკრაინამ მოახდინეს ზეწოლა ინდონეზიაზე, G20-ის სამიტის მასპინძელზე, რომ გააძლიეროს მოსკოვის ქმედებების დაგმობა, ასევე, მოუწოდეს სამიტზე პუტინის მიწვევა გაეუქმებინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button