მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის მეგობარი ორბანი თბილისშია- უნგრელ კოლეგას ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკვე საქართველოშია მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.პრორუს ორბანს აეროპორტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი, საქართველოში უნგრეთის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ვიქტორ ორბანი ცოტა ხნის წინ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მივიდა სადაც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში იცხოვრებს.
პარალელურად თბილისი მერიოტში მიმდინარეობს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების შეხვედრა.

29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს.

მსგავსი პოსტები

Back to top button