მნიშვნელოვანისიახლეები

პუტინის მოკავშირე ორბანმა “თბილისი მერიოტი” მოქალაქეების პროტესტის, სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველზე გამოჩენილ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას პროტესტით შეხვდნენ.

ტერიტორიაზე ვიქტორ ორბანის ესკორტის გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან სტვენა და შეძახილები მოჰყვა.

ვიქტორ ორბანი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და თბილისი მერიოტში მივიდა, სადაც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში იცხოვრებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიქტორ ორბანს ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. მათ საერთო პრესკონფერენცია მედიისთვის ხვალ ექნებათ.

ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორებიც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს.

საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში ჩამოვიდა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს „უსარგებლო ლექციების“ წაკითხვის ნაცვლად, მხარდაჭერა სჭირდება.

„ოფიციალური ვიზიტი საქართველოში არჩევნების შემდეგ. საქართველო კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფოა. უსარგებლო ლექციების წაკითხვის ნაცვლად, მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, – წერს ვიქტორ ორბანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button