მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის ომის 53-ე დღე უკრაინაში

უკრაინელმა სამხედროებმა 20 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

17 აპრილის დილას რუსეთმა კიევთან, ქალაქ ბროვარიზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ბროვარის მერის, იჰორ საპიჟკოს განცხადებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, შესაძლებელია, შეფერხდეს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის მტკიცებით, ბროვარიში მათ საბრძოლო მასალის ქარხანა დააზიანეს. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბომბი ჩამოვარდა კიევშიც, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო 3 დღეა, რუსეთი თავს ესხმის უკრაინის დედაქალაქს და მის შემოგარენს.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 300 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 📌განადგურდა რუსეთის 773 ტანკი

📌2002 – ჯავშანტექნიკა

📌376 – საარტილერიო სისტემა

📌127- სარაკეტო სისტემა

📌66 – ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა,

📌165 -თვითმფრინავი

📌146- ვერტმფრენი

📌1471 -საავტომობილო ტექნიკა

📌8- გემი/კატერი

📌76 – საწვავის ავზი

📌148 -ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი,

📌27 – სპეციალური აღჭურვილობა,

📌სარაკეტო კომპლექსი – 4.

დანაკარგების მიუხედავად უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში არაერთი ქალაქი დაიბომბა. დიდი ზარალი მიიღო ქალაქმა ლისიჩანსკიმ, რომელიც ოკუპანტების მიერ ინტენსიურად იბომბება. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები.

ინტენსიური დაბომბვის ქვეშ არის ხარკოვი, სადაც მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 2 ადამიანი კი დაიღუპა. აფეთქებების ხმა ისმოდა ნიკოლაევშიც.

რთულია ვითარება სუმის ოლქში, რომელიც ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, თუმცა უკრაინული მედია იტყობინება, რომ ოლქში ქიმიური ნივთიერება – ზარინის ნარჩენები აღმოაჩინეს. სხვა ცნობები აკრძალული ნივთიერების გამოყენებაზე სუმში ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ამასთან, უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ე.წ. არჩევნების ჩატარებას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, საუბარია ხერსონსა და მელიტოპოლზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button