“პუტინის ქალიშვილი” გავლენიანთა სიაში მოხვდა [Video]

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ქალიშვილი, ეკატერინა ტიხონოვა, რომელიც “ინოპრაქტიკის” ფონდს ხელმძღვანელობს, ბრიტანულმა გაზეთმა – The Guardian-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა ადამიანების სიაში შეიყვანა.

სიაში ე.წ. “მილენიალთა” თაობის წარმომადგენლები შევიდნენ, რომლებიც 1980-დან 2000 წლებამდე პერიოდში დაიბადნენ.

სიაში აგრეთვე კიმ კარდაშიანი, კიმ ჩენ ინი, მარკ ცუკერბერგი, ჯასტინ ბიბერი, ბიონსე, ლედი გაგა და სხვა ცნობილი ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ჯერ 36 წელი არ შესრულებიათ.

ტიხონოვა სიაში ერთადერთი ადამიანია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

“გახსოვთ, პუტინს თავისი შვილი მსოფლიოსთვის ოდესმე ეჩვენებინოს? არა? იმიტომ, რომ ეს ფაქტი არასდროს მომხდარა. რუსეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანის ქალიშვილის შესახებ ინფორმაცია აქამდე მკაცრად არის გასაიდუმლოებული”, – წერს გაზეთი.

გამოცემა აგრეთვე გვაცნობებს, რომ ტიხონოვა პუტინის შვილი და რუსი ბიზნესმენის, კირილ შამალოვის მეუღლეა. მაგრამ თუ რატომ მოხვდა ტიხონოვა გავლენიან ახალგაზრდათა სიაში, გაზეთი არ აკონკრეტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button